გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ეწვია

25-05-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს თსუში სტუმრობისას.


მათ შორის, ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს. ახალი კორპუსი უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა სრულად ფინანსდება თსუს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

თსუს პირველი კორპუსი დაპროექტებულია ქართველი არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის მიერ, ხოლო მეორე კორპუსი - მიხეილ შავიშვილის მიერ. ვინაიდან ტერიტორია შენობებთან ერთად წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საპროექტო კონცეფცია არქიტექტურული გადაწყვეტით, რაც მდებარეობას, მოცულობით გადაწყვეტას, მასშტაბს, კონფიგურაციას, სართულიანობას, დიზაინს და სხვა დეტალებს გულისხმობს, უნდა შემუშავდეს მოცემული ტერიტორიის კონკრეტული მახასიათებლების და ამავე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციების გათვალისწინებით.


პროექტირებისას, ასევე, გასათვალისწინებელია რთული ლანდშაფტის თავისებურებები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან თავსებადობა. ახალი შენობა ჰარმონიულად უნდა ეწერებოდეს გარემოში როგორც ვიზუალურად ასევე, ფუნქციურად უნდა პასუხობდეს დანიშნულებას; არ უნდა უშლიდეს ხელს საუნივერსიტეტო კომპლექსის მთავარი ნაგებობების აღქმას და არ უნდა შეიცვალოს ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი.


ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930