გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საუკუნეებია ჩვენს განვითარებას სწორედ სახარებისეული ფასეულობები განაპირობებს, რომელთა შორის თავისუფლება უზენაესია

26-05-2023

თავისუფლების იდეალი ისტორიის ყველა ეტაპზე იყო ჩვენი მრავალათასწლოვანი კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების, ქართველთა ყოველდღიურობის უმთავრესი განმსაზღვრელი. ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, სადაც ღვთის სიტყვას თვით იესო ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ; საუკუნეებია ჩვენს განვითარებას სწორედ სახარებისეული ფასეულობები განაპირობებს, რომელთა შორის თავისუფლება უზენაესია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას.


„საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი" - მეფე ერეკლეს ეს სიტყვები დიდი აკაკის პოემიდან სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება პირადი ღირსებისა და ეროვნული სიამაყის ფუნდამენტია. თავისუფლება ჩვენი დიდი წინაპრებისთვის მუდმივად ბრძოლით მოსაპოვებელი მიზანი იყო და არა თავისთავადი მოცემულობა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს ჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930