გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლში, კახეთსა და იმერეთში უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა

16-08-2018

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 01 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოავლინეს.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 4 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 3 ფაქტი - კახეთში, ხოლო 1 ფაქტი იმერეთში.

მოქალაქეები ნადირობისთვის აკრძალული იარაღებით (ე.წ "მანოკით" და ფარით), აკრძალულ დროს ნადირობდნენ.

იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში, უმეთვალყურეოდ მიტოვებული, ჩართულ მდგომარეობაში მყოფი ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრო თვითნაკეთი მოწყობილობა ე. წ. "მანოკი" ნახეს. ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებს 7 ერთეული მწყერი ჰყავდათ მოპოვებული. მათ უკანონოდ მოპოვებული მწყერი ჩამოერთვათ.  შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 150 ლარის ოდენობით. 

შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იხსნება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930