26-05-2023
“საქართველო მაინც გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილის ნაირებს კი ბევრს მოინელებს!”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყოველი გამოსვლა მავნებლობითა და საკუთარი ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფითა და ღვარძლითაა გატენილი.
“პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოგვიკლეს, მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იძულებით გადააყენეს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ომში საკუთარი ჯარი მიატოვა, ქვეყანას ათასი უბედურება დამართა, მერე საქართველოდან გაიქცა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, მერე ჩვენთან სიტუაციის ასარევად შემოაპარეს, მერე კი ისე სამარცხვინოდ მოიქცა პატიმარ-ავადმყოფის ამპლუაში, რომ მსგავსი არც გაგვიგია და არსებობს, მეოთხე პრეზიდენტი გალოთდა და პოლიტიკურად ბოლომდე გაპარტახდა...მაგრამ აი, ეს მეხუთე სალომე ზურაბიშვილი..ესაა, რაც არის! არავის უყვარს, არავინ არაფრად არ აგდებს, ყოველი მისი გამოსვლა კი მავნებლობითა და საკუთარი(?) ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფითა და ღვარძლითაა გატენილი...რატომღაც, რომ დღეს, საზეიმო დღეს ეთქვა რამე ადეკვატური, არ გამკვირვებია, უბრალოდ სულ იმას ვფიქრობ ასეთი რა შევცოდეთ უფალს...
ალბათ შევცოდეთ! უნდა მოვინანიოთ, გაკვეთილი გაკვეთილად მივიღოთ, რომ მსგავსი, რამ არასოდეს არ გავიმეოროთ! საქართველო მაინც გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილის ნაირებს კი ბევრს მოინელებს! კორონას დროს დავწერე არ შეშინდეთ ხალხნო, განსაცდელში ვართ მაგრამ გავიმარჯვებთ-თქო! ეს ქალბატონიც, როგორც ჩანს განსაცდელად თუ გამოსაცდელად მოგვევლინა, მაგრამ ესეც წავა, აბა სად წავა, ჩვენ კი, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024