გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა საერთაშორისო ფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა

28-05-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა მე-19 საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 გამარჯვებული და გრან პრის (The Grand Prix) მფლობელი გახდა. უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი ლაშა მიროტაძის ხელმძღვანელობით ფესტივალზე Mundus Cantat 2023 საქართველოს სახელით მონაწილეობდა. კონკურსის მასპინძელი ქვეყანა კი, პოლონეთი იყო.


კონკურსში მონაწილეობას 11 ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, ლიეტუვის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ისრაელის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი გუნდები იღებდა.


 Mundus Cantat 2023 -ის კონკურსი ორ ტურად გაიმართა და ფინალურ ეტაპზე საქართველოსთან ერთად, აშშ-ის, ჩეხეთის რესპუბლიკის და პოლონეთის წარმომადგენელი გუნდები გადავიდა. საერთაშორისო ფესტივალზე გუნდები 3 კატეგორიაში მონაწილეობდნენ: საეკლესიო, ფოლკმუსიკა, გოსპელი და ჯაზი. კატეგორიებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით. ფინალურ - გრანდ პრის ეტაპზე თითოეულ კონკურსანტ გუნდს უნდა წარმოედგინა ორი ნაწარმოები, რომელთაც თავად შეარჩევდნენ.


კონკურსის ჟიური ევროპის წამყვანი სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული. საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მიღება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ გუნდებს შეუძლიათ. ფესტივალი მოიცავს როგორც კონკურსს, ისე მონაწილეთა შეხვედრებს ამ დარგის წამყვან სპეციალისტებთან.


ფესტივალის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო აფრო-ამერიკული მუსიკის თემატიკაზე გამართულ სემინარში, რომელსაც ჰარდინგის უნივერსიტეტიის პროფესორი კლიფ განუსი ატარებდა. კაპელა ასევე დაესწრო შეხვედრას თემაზე - ქართული თანამედროვე საგუნდო მუსიკა, რომელსაც ატარებდა ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ლიანა ჭონიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930