გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთის მხარდაჭერით ემიგრანტები ქართულ ენას ონლაინ შეისწავლიან

29-05-2023

ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ნიუ-იორკში (აშშ) ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize NY კონფერენცია გაიმართა, სადაც ქართულმა ბიზნესს კომპანიებმა ქართული დიასპორის, ინვესტორების, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეების და საქართველოში ბიზნესს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორებისთვის, ქართული პროდუქცია წარადგინეს და საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები შესთავაზეს. ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს. 


პოტენციური ინვესტორების წინაშე, კონფერენციის საგამოფენო სივრცეში 30-მდე ქართული ბიზნესის, მათ შორის ლიბერთის პარტნიორი ბიზნესს კომპანიების საექსპორტო პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

ამავე კონფერენციის ფარგლებში, ლიბერთიმ, ქართველი ემიგრანტებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამა დააანონსა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს ონლაინ შეისწავლონ ქართული ენა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ლიბერთის მხარდაჭერით, უცხოური ენების შემსწავლელმა წამყვანმა ონლაინ პლატფორმა Lingwing -მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. ამ პლატფორმით, ქართული ენის შესწავლა, ინგლისური ენიდან სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.


„ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტია განათლება და ყველა იმ პროექტის ხელშეწყობა, რომელიც მშობლიური ენის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ შეუწყობს ხელს. მოხარული ვართ, რომ Lingwing-თან პარტნიორობით შევძელით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების საჭიროებებთან და სწორედ მათთვის და მათი შვილებისთვის შევქმენით ქართული ენის შემსწავლელი კურსი. ამ კურსის დახმარებით ისინი უსასყიდლოდ, მარტივად და დამოუკიდებლად, ონლაინ ან მობილური აპლიკაციით შეისწავლიან მშობლიურ ენას.


ჩვენთვის რაოდენ საამაყოა, ის რომ ქართული ენის სწავლას ან განმტკიცებას შეძლებს მომავალი თაობა, რომელიც დღეს ემიგრაციაში იზრდება. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, ის ფაქტი, რომ Globalize NY კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შევხვდით და მნიშვნელოვანი პროექტი გავაცანით“, - აცხადებს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

დეტალურად პროექტი იხილეთ ბმულზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930