გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მიმდებარედ, ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენა იგება

29-05-2023

ქალაქ კასპში, მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ასფალტის დაგების სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

სამუშაოების დათვალიერებისას მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, რომ ორივე დაწესებულება მოსახლეობის ჯანმრთელობას ემსახურება და მათი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული და აუცილებელია.

 

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანდაფინანსებით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031