გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მერკერის ვიზიტს საქართველოში პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს

17-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თმით, ეს ვიზიტი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ანგელა მერკელის სტუმრობა ცხადყოფს, რომ საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორია.
ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ისაუბრა. 

"მინდა, გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, 23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი ქალბატონი ანგელა მერკელი, ეს გახლავთ ქალბატონი კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მოიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც. ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნეს წრეების წარმომადგენლებიც, რომლებთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარიმ. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიის წარმომადგენლებიც, " - განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031