30-05-2023
ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ჩვენს საზოგადოებასდა საერთაშორისო პარტნიორებსახალი გზავნილი შესთავაზა: თურმე, უკრაინაში ომის მიზეზი არის ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გახდეს ნატოს წევრი და რომ არა ეს სურვილი, ომი არ მოხდებოდა. ეს ასე არ არის!
საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთის შეჭრის მთავარი მიზეზია პუტინის სურვილი, აღადგინოს რუსეთის იმპერია და ქართველებსა და უკრაინელებს მოუსპოს ისტორიული სწრაფვა, ააშენონ თავისუფალი, დემოკრატიული,სუვერენული სახელმწიფოები და იზრუნონ თავიანთი ხალხის განვითარებაზე - ამის სესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს.
"ამავე პერიოდში, ბატონმა ივანიშვილმა „შემოაგდო“ ნეიტრალიტეტის თემა - რომ თუ ნეიტრალურები ვიქნებით, საქართველოში ომი არ დაიწყება. ზუსტად ვიცი, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები: გაიმართება თეატრალური წარმოდგენა, როგორიც უკვე ვიხილეთ, მაგალითად, „გარეჯი საქართველოა“, „2017 წელს ზღაპრულად ვიცხოვრებთ“ და სხვა ამდაგვარი.შემდეგდაიწყება საუბარი, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზითშესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. „ქოცების“ პროპაგანდა შემოგვთავაზებს, რომ რუსეთი ამაში არც ისე ბევრს ითხოვს - მაგალითად, პატარა სამხედრო ნაწილის განლაგებას საქართველოში, ან ერთობლივი კონტრტერორისტული ცენტრის დაფუძნებას ჩვენს ტერიტორიაზე.
ეს სცენარი, ფაქტობრივად, საქართველოს სრული ოკუპაციაა და ბატონი ივანიშვილი ამაზე წავა, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ხელისუფლება და საქართველო რუსეთს მიჰყიდოს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოში ომი გარდაუვალია დათუ ომი გაჩაღდა, მეც ქართველი ხალხის რიგებში ვიქნები.
ვის შორის იქნება ომი?! რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ქოც-ბანდას“(ვგულისხმობ „ქოცლიდერებს“ და მათ „ზონდერებს“ და არა „ოცნების“ ამომრჩეველს) და ქართველ ხალხს შორის. ვფიქრობ, ივანიშვილი თავს გაქცევით უშველის, „ქოცბანდა“ და მათი „ზონდებრიგადები“ კი განადგურდებიან.
ამ ანალიზს ვაქვეყნებ იმედით, რომ ზემოაღნიშნული სცენარი არ განვითარდება და ივანიშვილის, თავისიარალეგიტიმური „რუსული ოცნებით“,ჭკუა ეყოფა, შეეშვას ოკუპანტთან კეკლუცს. რუსეთი არაფერს დაგვითმობს და ამ კეკლუც-კეკლუცშიგადაგვყლაპავს, რისი სურვილიც ქართველი ხალხის 90 %-ს არ გააჩნია.
ჩვენ 30 წელია მივდივართ ევროპისა და ნატო-სკენდა ჩვენი ხალხი ამ გზიდან არ გადაუხვევს, ხოლო ვინც ამ სურვილს შეეწინააღმდეგება, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება!" - აცხადებს ოქრიაშვილი.
16-11-2024
16-11-2024