გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილს რომ ეთქვა, რომ ფადი ასლის მოქალაქეობას ვართმევ იმიტომ, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ისტორიას, მისი ძალიან დაბალი რეიტინგი რამდენი პუნქტით აიწევდა ჩვენს თვალში

30-05-2023

„როდესაც წლის ბოლოს პრემიერი გამოდის თავისი შემაჯამებელი სიტყვით და ანუგეშებს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობით, ფინანსებით, ინვესტიციებით, რომ მომავალში ჩვენი აფხაზეთი ახალ მონაკოდ, ახალ მონტე-კარლოდ ვაქციოთ – ეს სასაცილოდ არ ეყოთ იმ ძალებს, რომლის სათავეშიც დღეს ქვეყნის პრეზიდენტი გვევლინება“, – ასე გამოეხმაურა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთში მცხოვრები ქართველების შესახებ.


ქართველიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სრულად დააიგნორა ფადი ასლის განცხადება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს შესახებ, როდესაც შეეძლო მისთვის ამის გამო მოქალაქეობა ჩამოერთმია და ამით საკუთარი რეიტინგიც აემაღლებინა.


„პრეზიდენტის განცხადებები ქსენოფობიის კი არა, პირველ რიგში ანტიქართულ, ქართველმოძულეთა ნიშნებს შეიცავს. წარმოიდგინეთ, როდესაც ეს სივრცე არ მიგაჩნია შენს სივრცედ, რა დიასპორის პრეზიდენტად უნდა იქნეს აღქმული ქალბატონი ზურაბიშვილი. მისთვის ისინი (რუსეთში მცხოვრები ქართველები) ხომ მართლაც ნახევრად ადამიანები არიან და პლიუს ძალიან ცუდი, ანუ ქსენოფობიური ნიშნით, მაგრამ კარგი, ამას თავი დავანებოთ.


ოთხ წელზე მეტია პრეზიდენტია და როდესმე მისგან გაგიგიათ საკუთარი ქვეყნის იმ მოქალაქეებთან მიმართებაში რაიმე მკაფიო განცხადება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ? როდესაც წლის ბოლოს პრემიერი გამოდის თავისი შემაჯამებელი სიტყვით და ანუგეშებს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობით, ფინანსებით, ინვესტიციებით, რომ მომავალში ჩვენი აფხაზეთი ახალ მონაკოდ, ახალ მონტე-კარლოდ ვაქციოთ – ეს სასაცილოდ არ ეყოთ იმ ძალებს, რომლის სათავეშიც დღეს ქვეყნის პრეზიდენტი გვევლინება, მაგრამ როდესაც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქე (ხაზი გავუსვათ ამ გარემოებას) ფადი ასლი თავისუფლად იძახის – კარგი რა, (აფხაზეთი და სამაჩაბლო) ბალასტია, დავივიწყოთ, რაკი ინტეგრაციაში გვიშლის ხელს და მივცეთ, მივცეთ ვის? იგივე რუსეთს. ქვეყნის პრეზიდენტია, კონსტიტუციით ძალიან ბევრი უფლებები არ აქვს გაწერილი, მაგრამ რომ ეთქვა, რომ ფადი ასლის მოქალაქეობას ვართმევ იმიტომ, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ისტორიას, შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ამომრჩეველს და საქართველოს მომავალ განვითარებას. მას ხომ შეეძლო, ეს მაინც გამოეყენებინა ერთ გადამთიელთან მიმართებაში. ეს რომ გაეკეთებინა, მისი რეიტინგი, რომელიც ძალიან დაბალია, რამდენი პუნქტით აიწევდა ჩვენს თვალში. ეს ხომ მისი პრეროგატივაა. ამას ვერც პრემიერ-მინისტრი განახორციელებს, რაც არ უნდა შეურაცხყოფილი ყოფილიყო ამ განცხადებით, და ვერც ვინმე სხვა. ვიმეორებ, პრეზიდენტს სულ რამდენიმე ფუნქცია აქვს დარჩენილი და გააკეთე რა – აღშფოთდი მაინც, თითი დაუქნიე. აბსოლუტური იგნორი საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების მიმართ და რა დიასპორაზე გვაქვს საუბარი“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930