გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე: ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან

30-05-2023

ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

 

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას, ჩვენი ეკონომიკა პირველივე წელს დაკარგავდა მინიმუმ 10%-ს.

 

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა, 200- 300 მილიონად ყიდით ღირსებასო? ასეთი კითხვა დაისვა. პირველ რიგში - ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ამას ხაზი უნდა გაესვას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან და მეორე - როცა საუბარია ციფრებზე, აქ არ არის საუბარი 200- 300 მილიონზე, საუბარია ბევრად უფრო მეტზე.

 

მინდა შეგახსენოთ ეკონომისტების დათვლები. რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას. ეკონომიკის ვარდნა გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი და პესიმისტური სცენარის პირობებში, შეიძლებოდა ყოფილიყო მინუს 18 %, რაც თანხებში ნიშნავს შემდეგს - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2,5 მილიარდი დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა.

 

საუბარია ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგებზე. რუსეთის ფედერაციისთვის ნულოვანი იქნებოდა ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი, მაგრამ ჩვენთვის ეკონომიკური ზიანი იქნებოდა უმძიმესი. კითხვა უნდა დაისვას, ვინ დაგვიკომპენსირებდა ამ თანხას, თუნდაც 2,5 მილიარდ დოლარს?! მაშინ როდესაც ევროკავშირი, ამერიკის წლიური დაფინანსება მთლიანობაში რომ ავიღოთ, სულ არის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი, თან ეს არ არის მთლიანად დახმარება, აქედან უდიდესი ნაწილი ხმარდება ენჯეოების დაფინანსებას, რასაც წვლილი არ შეაქვს ეკონომიკაში, დიდი ნაწილი ბრუნდება უკან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს თანხა ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააკომპენსირებდა იმ დანაკლისს, რაზეც გვაქვს საუბარი - 2,5 მილიარდ დოლარზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930