გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ეკონომიკის მდგრადი განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია

17-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკის მდგრადი განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა. 


ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს არა მხოლოდ მდგრადი კონტექსტით და ინკლუზიურად, არამედ, ამავე დროს, მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის დონის შემცირება. მათ შორის საგარეო ფაქტორების დონის გათვალისწინებით. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია. 

რაც შეეხება ლარის კურსსა და ეროვნული ბანკის ქმედებებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი"-განაცხადა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031