გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რამდენიმეკვირიანი პაუზა აიღო

17-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველ პარტიას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს. ჯერჯერობით "ქართული ოცნება" მოვლენებს აკვირდება. 

"რაც შეეხება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რამდენიმეკვირიანი პაუზა აიღო, ვაკვირდებით მოვლენებს. ამავდროულად, ვაკვირდებით იმასაც, თუ რომელი კანდიდატები დაარეგისტრირებენ მონაწილეობის სურვილს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას"-აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმა საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ზოგადად, სახელმწიფო ინსტუსუციებზე შედარებით ნაკლები დანახარჯები უნდა მოდიოდეს.

"კარგად არის ჩემთვის ცნობილი ზოგადი პროგრამა, თუ ზოგადად გადასახადების გადამხდელებს რა უნდა უჯდებოდეთ სახელმწიფოსა და მისი შტოების შენახვა. ყველა შტოსთან მიმართებით, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით, საკამოდ პრინციპული პოზიცია მაქვს"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930