გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა შეიქმნა იმ მიზნითა და სულისკვეთებით, რომ საზოგადოებას სიმართლე მივაწოდოთ

31-05-2023

„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მოსახლეობამდე ინფორმაციის სრულფასოვნად მიტანა ვერ მოვახერხეთ, თუმცა შემდეგ, პოსტფაქტუმ, მაინც შევძელით. ჩვენი ძირითადი დამარცხება იყო ის, რომ საზოგადოებას წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს“, - ამის შესახებ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალა“ შეიქმნა იმ მიზნითა და სულისკვეთებით, რომ საზოგადოებას სიმართლე მიეწოდოს და იმ ფაქტებზე გამახვილდეს ყურადღება, რაც, ერთი შეხედვით, ზედაპირზე შეიძლება არ ჩანდეს.


„რა თქმა უნდა, ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია არის მედიაში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება დაიჩრდილოს. სწორედ ამგვარ ფაქტებზე ვაკეთებთ აქცენტებს, იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და სწორი დასკვნა გამოიტანოს. ამ მისიამ იმუშავა და ქვეყნისთვის გარკვეული საფრთხეების არიდება შევძელით.


თუმცა, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ასე სრულფასოვნად ვერ მოვახერხეთ მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა, თუმცა შემდეგ, პოსტფაქტუმ მაინც შევძელით. ეს კანონი ამერიკული FARA-ს მიხედვით მოვამზადეთ, ხოლო ის აქტიური, დეზინფორმაციული კამპანია, რაც ამ კანონთან მიმართებით დაიწყო, რომ ის თითქოს რუსული იყო, დაეფუძნა იმ ნარატივს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. ეს კანონი ძალიან ბევრ სახელმწიფოში მოქმედებს. ჩვენი ძირითადი დამარცხება იყო ის, რომ საზოგადოებას წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს. საზოგადოების დიდი ნაწილი გულწრფელად შეცდომაში შევიდა, თუმცა იყო გარკვეული ნაწილი, რომელმაც იცოდა რას შეეხებოდა ეს კანონი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930