გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება

31-05-2023

თიბისიმ მორიგი Tech Meetup-ი ჩაატარა, რომელიც თიბისის ტექნოლოგიურ სტეკში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მიმართულების განხილვას .Net-ს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში დეველოპერებმა ერთმანეთს გაუზიარეს .Net-ის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკები და სიახლეები, როგორებიცაა:

  • Microservice Architecture – Approaches, Principles, Best Practices
  • Code and Source Generators
  • GraphQL - Hot Chocolate
  • SignalR

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში საშუალება გვქონდა ერთის მხრივ გაგვეღრმავებინა ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებით საინტერესო პრეზენტაციების და დემო პროექტების საშუალებით, მეორე მხრივ,  არაფორმალურ გარემოში პირისპირ გვესაუბრა პირად გამოცდილებებზე, ტექნიკებზე და მიგნებებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ დაინტერესება და თითოეულმა დეველოპერის კმაყოფილების დონე ძალიან მაღალი იყო, ვიმედოვნებ რომ ხშირად შევძლებთ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას.- ჯუბო ფალელიშვილი, თიბისის .net დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი.

თიბისი Tech Meetup-ის პირველი შეხვედრა 13 იანვარს თიბისი კონცეპტის სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031