31-05-2023
2022 წელს, საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაცია 160%-დან 170%-მდე გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა, 2021 წელს კი, მობილური აბონენტების რაოდენობა 5.5 მილიონი იყო. ეს მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს საშუალოდ ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს და სასურველი შეთავაზების მისაღებად, სხვადასხვა ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.
მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით 2022 წლის ბოლოსთვის, 2021 წელთან შედარებით, არ შეცვლილა და ასე განაწილდა: „მაგთიკომი" - 42%, „სილქნეტი" - 33%, ხოლო „ბილაინი" - 25%.
2022 წელს, საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამივე ოპერატორისთვის გაზრდილია და "მაგთიკომისთვის" 14.1 ლარს, "სილქნეტისთვის" - 12.1 ლარს, ხოლო "ბილაინისთვის" - 7.7 ლარს შეადგენდა.
16-11-2024
16-11-2024