31-05-2023
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში ტყის განახლების ხელშეწყობის მიზნით გამწვანების აქცია მოეწყო.
ხანძრის შედეგად სრულად განადგურებულ 250 ჰექტარზე აქციის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა და სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დარგეს.
ტყის განაშენიანების აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტები, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. აქციის მიზანი ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენაა.
16-11-2024
16-11-2024