გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: დაახლოებით 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ნორმალური ეკონომიკური აქტივობა

17-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, იმ მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.  ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის ეს ფაქტი მნიშვნელოვანი ბარიერია და ამიტომ ამ კუთხით არაერთი რეფორმა ხორციელდება.

ამის შესახებ ბახტაძემ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 
მისივე თქმით, ამ მიმართულებით შემოდგომაზე საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გაიმართება. 

"მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან და ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, დაახლოებით 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ნორმალური ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბარიერია, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ბარიერია, რომელსაც გადაჭრა სჭირდება. ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და იმედს გამოვთქვამ, რომ შემოდგომაზე გვექნება ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31