გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

17-08-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გააჩნია მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამემაულეებისთვის იმ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობას, რაც საქართველომ მიიღო, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ საქართველოს საგარო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის წევრის სერგეი შამბას ინიციატივას ეხებოდა.


მინისტრის განცხადებით დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება.
"რა თქმა უნდა დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები და ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა, მათ შორის საქართვლოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ითვალისწინებს სწორედ სამშვიდობო ინიციატივების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, კერძოდ ვაჭრობის განვითარების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე თავისუფალი გადაადგილების და სხვა"-განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031