1-06-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს ფედერაციისა და ევროპის საკითხებში ლუცია პუტრიხს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად და იმ მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია უწევს მას ამ მიმართულებით. ითქვა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების გზაზე.
16-11-2024
16-11-2024