გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა

17-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, სერგეი შამბას მიერ გამოცემა "ეხო მასკვისთან" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ბახტაძის თქმით, მთავრობის პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი მშვიდობაა, ესაა უალტერნატივო შეთავაზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის. 

"ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა. აქვე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გახლავთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც დაცულია ყველა პიროვნების ინტერესი და ღირსება, სადაც ყველას აქვს საშუალება, მოახდინოს საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება. ეს გახლავთ ჩვენი მხრიდან ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ რუსულ გამოცემასთან "ეხო მასკვისთან" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც მეზობელმა ქვეყანამ, დროა, აფხაზეთმა საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს და ერთობლივ მომავალზე იფიქროს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031