გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: თუკი რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ინიციატივას მხოლოდ მივესალმებით

17-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა საქართველოს მოქალაქეებს კომფორტს თუ შეუქმნის, მთავრობა ამ ფაქტს მიესალმება. 
ამის შესახებ განცხადება ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

"ბუნებრივია, ეს უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც დღეს არის საქართველოში და ასეც გახლავთ. დარწმუნებული ვარ, დეტალურ კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გააკეთებს. თუ ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში, "ბიზნეს ცენტრი ბესიკზე" შენობაში რუსეთის სავიზო ცენტრი განთავსდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031