გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2022 წელს მობილურ ინტერნეტს 4.1 მილიონი აბონენტი მოიხმარდა

1-06-2023

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 350 000 აბონენტით მეტია. 2022 წელს ყველაზე მეტი - 1.48 მილიონი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი "სილქნეტს" ჰყავდა, "მაგთიკომს" - 1.45, ხოლო "ბილაინს" - 1.17 მილიონი მომხმარებელი.


მობილური ინტერნეტის მომხმარებლის რაოდენობა საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით, ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და გასული წლის მონაცემებით, 119%-ს შეადგენს. 2018 წლიდან 2022 წლამდე კი, მომხმარებლების რაოდენობის წლიური ზრდა - 8.6% იყო.


2022 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი კვლავ გაიზარდა, ხოლო აბონენტებმა 431 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. ეს მოცემულობა განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობისა და ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით, ასევე 4G ქსელის დაფარვის გაფართოებით და ინტერნეტ კავშირზე გაზრდილი მოთხოვნით.


2022 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 94% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წელთან შედარებით, 3%-ით მეტია. 4G-ის განვითარებასთან ერთად კი, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკიც.


4G ტექნოლოგიის ტრაფიკის წილის მიხედვით, კომპანიების მაჩვენებლები შემდეგია: 94.6% - "მაგთიკომი", 94.3% - ბილაინი, ხოლო 93.6% - "სილქნეტი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930