გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: მათ, ვინც „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს იღებენ, წამალი ექიმის კონსულტაციით შეცვალონ

17-08-2018

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს, რომლებიც "ვალსარტანის" შემცველ მედიკამენტებს იღებენ, მოუწოდებს მკურნალობა არ შეწყვიტონ, ნახონ სია, რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და წამალი ექიმის კონსულტაციით შეცვალონ. 

"მოსახლეობას, ვინც იღებს "ვალსარტანის" შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტონ. რახან სვამენ, ესე იგი, სჭირდებათ. უბრალოდ, ნახონ ჩამონათვალი, "ვალსარტანის" შემცველ რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა, არა ამ სიაში მყოფი იგივე დოზირების, იგივე "ვალსარტანის" მედიკამენტებით, რომელიც ბაზარზე საკმაოდ არის. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე იმ "ვალსარტანის" შემცველ პრეპარატებს, რომლის მიმართაც კითხვა გაჩნდა, მესამედზე ნაკლები უჭირავს", – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, თავად ნივთიერება "ვალსარტანი" დადასტურებულად უსაფრთხო და ძალიან ეფექტიანია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ამაზე კითხვა არასდროს გაჩენილა. უბრალოდ, შესაძლოა, უსაფრთხო და კარგი ნივთიერება სხვადასხვა მწარმოებლის ხელში ისე კარგად წარმოებული არ იყოს და რისკები შექმნას.

"საკუთრივ "ვალსარტანზე"კითხვა არასდროს არავის გასჩენია. მეორე საკითხია, რომ შესაბამისი სამსახურები ევროპასა და ამერიკაში ყოველწლიურად ატარებენ ამა თუ იმ მედიკამენტის მონიტორინგს, ლაბორატორიულ ანალიზს, რადგან უსაფრთხო და კარგი ნივთიერება სხვადასხვა მწარმოებლის ხელში შეიძლება, ისე კარგად წარმოებული არ იყოს და რისკები შექმნას. დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ ნივთიერება "ვალსარტანზე" გაუჩნდათ კითხვები. 2012 წლიდან დღემდე ჩაატარეს კვლევა და ამ მინარევების "ვალსარტანმა" რომ პოტენციურად ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს, ამისთვის ადამიანმა 7 წლის განმავლობაში ორმაგი თერაპიული დოზა უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, 5 ათასი პირიდან ერთს დაემართოს ონკოლოგიური დაავადება", – განაცხადა მინისტრმა. 


შეგახსენებთ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული Valsartan-ის შემცველი 42 დასახელების, წნევის დამწევი მედიკამენტის რეალიზაციის შეწყვეტა მოითხოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031