გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით- სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება

17-08-2018

სოციალურ ქსელში ქართველი მოჭიდავეების რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯამბულატ თედეევია გამოსახული.


პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შოთა ხაბარელის განცხადებით, ინციდენტს პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია და ეს მხოლოდ სპორტსმენების მხრიდან უყურადღებობა იყო, რაც შემდეგში აღარ უნდა განმეორდეს.

 

„თავისთავად ცხადია, რომ არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამ ინციდენტს არ ჰქონდა. უბრალოდ მაისურზე გამოხატულია მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ბიჭების მეგობარია, თანაც მათ ტრადიცია აქვთ, ყველა ასეთ შეჯიბრებაზე მაისურებით გამოდიან, თავიანთ წარმატებულ სპორტსმენს აკრავენ. ვფიქრობ, შემთხვევა არაა მიზანმიმართული ქმედება, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც ფოტოზეა, თავისი მოქმედებებით ქვეყანა უსახელებია, ეს ინციდენტი კი მცირე უყურადღებობა იყო. თუმცა , უნდა გახდეს მაგალითი, რომ შემდეგში უფრო ყურადღებით იყვნენ და ასეთი შეცდომა არ უნდა დაუშვან“-განაცხადა ხაბარელმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31