გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძე აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარის" პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა

2-06-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის „სოკარის" პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და „სოკარს" შორის მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა, ასევე სამომავლო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის სფეროში.


შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს დაგეგმილია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის „სოკარის" პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728