გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა!

5-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია: „გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე 5 ათელ წელზე მეტია გვახსენებს, ახსენებს მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს, რომ გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, შესაძლებელია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბუნების, ბუნებრივი რესურსების დაცვა და შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.


საქართველოს მთავრობის, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, სამოქმედო გეგმა, ყველა პროექტი, პროგრამა და აქტივობა მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, რომელთა შორის უდიდესი ნაწილი სწორედ გარემოს დაცვას ეთმობა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო დაახლოების, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით; ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნერგავთ მდგრადი განვითრების პრინციპებს და ვემზადებით  ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრობისთვის“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31