გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ლяკა ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში

5-06-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.


ანალიტიკოსის თქმით, ლяკა ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში.


“რუსეთის სასარგებლო იდიოტმა იელენა გეორგიევნა ხოშტარიამ მორიგი "პადაჩკა" მიიღო მოსკოველი დამკვეთებისგან - 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი (დაახლოებით $31 ათასი) ჩაერიცხა. ლяკა ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში.


საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის "30 ვერცხლს" იღებს ოკუპანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჰყავს მიმდევრების რაღაც მარგინალური ჯგუფი, რომელიც მიბმულია მასთან ან ტოტალური უვიცობით ან ანგარებით. 5 მლნ რუბლი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან - "კურიერის" ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მლნ-ზე მეტი ჩაერიცხა”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031