გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა

5-06-2023

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის 45-მა  მწარმოებელმა წარმოადგინა. ყველისტრადიციულ სახეობებთან ერთად, ფესტივალის სტუმრები ახალ, ინოვაციურ პროდუქციასაც გაეცნენ.


„სახელმწიფო მხარს  უჭერს მერძევეობის დარგის განვითარებას, როგორც პირველადი წარმოების, ასევე, გადამუშავების და საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების  დანერგვის მიმართულებებით. აღნიშნული ფესტივალიც, რომელიც  უკვე წლებია სამინისტროს მხარდაჭერით იმართება,  ემსახურება   მწარმოებლების აქტიურ მხარდაჭერას და ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას“, -აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.


ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარის, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის  თქმით, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება,მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს;ეს არის გარკვეული წარმატება, როდესაც სექტორს აქვს საკუთარი ფესტივალი და უამრავი მომხმარებელი ელოდება  მას წლიდან წლამდე.


ფესტივალის სტუმრებს საქართველოში წარმოებული ყველის არაერთი სახეობის, მათ შორის: დამბალხაჭოს, ჩეჩილის, ტენილის, სულგუნის, თაფლსა და ღვინოში დავარგებული ყველის, შებოლილი სულგუნისა და თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაციისა და ყიდვის საშუალება ჰქონდათ.


ყველის ფესტივალს,  რომელიც   ქართული ყველის მწარმოებელთა  გილდიის ორგანიზებით ჩატარდა,მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930