გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი უსაფრთხოების ინსტიტუტების მიმართ სრული ნდობა მაქვს - ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების განცხადებები რომ დეზინფორმაცია და სპეკულაციაა, ყოველ ჯერზე დადასტურდა

5-06-2023

მე, ჩვენი უსაფრთხოების ინსტიტუტების მიმართ სრული ნდობა მაქვს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ამით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსულნომრიანი ესკორტი გადაადგილდებოდა, რომელიც რამზან კადიროვის გარემოცვის წევრს, ჩეჩენ ბიზნესმენ ასლანბეგ ახმედხანოვს ეკუთვნის.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების განცხადებები რომ დეზინფორმაცია და სპეკულაციაა, ყოველ ჯერზე დადასტურდა.


„საქართველო წლებია სხვადასხვა საფრთხისა და გამოწვევის წინაშეა. იმის გამო, რომ ჩვენი დაცვის სისტემები გამართულად მუშაობენ, ამ საფრთხეების რეალიზება არ ხდება.


დავუფიქრდეთ, არის თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული ჩვენს ქვეყანაში და შემდეგ ამის მიხედვით შევაფასოთ ჩვენი სამართალდამცავებისა და მათ შორის, უშიშროების მუშაობა. მე ამ მიმართულებით ჩვენი უსაფრთხოების ინსტიტუტების მიმართ სრული ნდობა მაქვს. საზღვარს კვეთენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას საფრთხეს არ უქმნიან და არ შემოდიან ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება საფრთხეს ქმნიდნენ. იმის გამო, რომ საფრთხეების რეალიზება არ ხდება ხოლმე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სისტემები პროფესიონალურად მუშაობენ.


ჩემი ინტერესის სფერო სპეკულაციები არ აირს. ასეთი ამბავი ბევრი გვსმენია და ყოველ მსგავს სპეკულაციაზე რეაგირება, ჩაკითხვები სწორად არ მიმაჩნია. თუკი ბოლო წელიწადს შევაფასებთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში აგრესიული ომი დაიწყო და უსაფრთხოების საკითხები ჩვენთვისაც მეტ გამოწვევად იქცა, საქართველოს თავდაცვის სისტემა მწყობრშია და უზრუნველყოფს იმას, რომ საფრთხე არ შეიქმნას. გარდა ამისა, ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების განცხადებები რომ დეზინფორმაცია და სპეკულაციაა, ეს ყოველ ჯერზე დადასტურდა“ , - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930