გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს... ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე

6-06-2023

„გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი, შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ, შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა ეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა.


„მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. მაგრამ მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე, როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ შედარებით პატარა მასშტაბებია, 6 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია რუსთავი 2, 6 მილიონით, თუ არ ვცდები. ეს რაც ვიცი მედიისგან და საერთოდ საქმიდან", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031