გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს ფერისცვალებაა

19-08-2018

მართლმადიდებლური ეკლესია 19 აგვისტოს ფერისცვალობის დღესასწაულს ზეიმობს. ფერისცვალება თორმეტ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდს უკავშირდება.


უფალამა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იოანე, იაკობი და მათთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, მოწაფეებს ჩაეძინათ, ხოლო როდესაც გამოიღვიძეს, ნახეს უფალი, რომელმაც ფერი იცვალა.


„და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ რომელნიც მაცხოვრის ტანჯვაზე საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა.
მოულოდნელად პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33) ამ სიტყვების შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგათ თავზე, საიდანაც მოისმა ხმა, „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები მიწაზე დაემხნენ, იესო კი მივიდა მათთან და უთხრა, ნუ ეშინოდათ. ხოლო როდესაც მოწაფეები წამოდგნენ, მოსე და ელია იქ აღარ იყვნენ. მთიდან ჩამოსულთ იესომ უთხრათ ამ ამბის შესახებ არავისთან ესაუბრათ.


ფერისცვალება ერთ-ერთი უძრავი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ყოველთვის მარიამობის მარხვის პერიოდში აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებურ ეკლესიაში ხილი იკურთხება, რომელიც სათავეს იღებს ძველი აღთქმიდან. როდესაც კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს, მან მიწები უბოძა საარსებოდ, მადლიერი მხევლები ნაყოფის მიღების შემდგომ გარკვეულ ნაწილს სამადლობელი სახით უაფალს სწირავდენენ.


უფლის ფერისცვალების დღეს, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი გამოჩნდება ღრუბელი თაბორის მთაზე მთელი დღესასწაულის განმავლობაში. ფერისცვალების დროს უფალი, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა, ღრუბელი დაადგა თავს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930