გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოში დაძაბულობა მხოლოდ გაამწვავა

19-08-2018

პენტაგონში რუსეთის პოლიტიკის განყოფილების ყოფილი დირექტორის, მარკ სიმაკოვსკის განცხადებით, რომელიც მან ამერიკული რადიოსადგურის, "ამერიკის ხმის" კორესპონდენტთან საუბრისას გააკეთა, 2008 წლის 7-8 აგვისტოს განვითარებული მოვლენები კულმინაცია იყო იმ წარმოუდგენელი ზეწოლისა, რომლის ქვეშაც რუსეთის ფედერაციას საქართველო თვეების და წლების განმავლობაში ჰყავდა მოქცეული.

 

"ბევრს არ ახსოვს, რომ აგვისტოში საქართველოში შეჭრას წინ უსწრებდა მოვლენები, რომლებმაც ამერიკის მთავრობაში ბევრ ჩვენგანს შეუქმნა მოლოდინი, რომ 2008 წლის გაზაფხულზე კონფლიქტი აფხაზეთში დაიწყებოდა და ამის მიზეზი იქნებოდა რუსეთის სარკინიგზო ჯარის აფხაზეთში შეყვანა, ინფრასტრუქტურის დახვეწა და ზოგადად გამომწვევი მოქმედება იმის შესამოწმებლად, თუ როგორ რეაქციას მოახდენდა საქართველო და დასავლეთი. დაძაბულობა თვეების განმავლობაში მატულობდა, მაგრამ კონკრეტულად ბუქარესტის სამიტის წინ და მის შემდეგ გამწვავდა. ვფიქრობ, გადაწყვეტილებებმა, რომელიც მაშინ იყო მიღებული, დაძაბულობა მხოლოდ გაამწვავა. ზაფხულში იყო დაპირისპირებები, 8 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა ესკალაცია და უქმეებზე, როცა ამერიკის ბევრი ოფიციალური პირი სამსახურში არ იყო, ესკალაცია ღია კონფლიქტში გადაიზარდა და რუსეთი საქართველოში შეიჭრა"-მიიჩნევს სიმაკოვსკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031