7-06-2023
ჯერ მიშა არ ნიშნავდა ელჩებს, ოცნება რომ მოვიდა მაშინ.. ახლა სალომე არ აწერს არაფერს ხელს, რაზეც მოსაწერი აქვს. ბაღში გაბრაზებული ბავშვივითაა, რამეში თუ დაგჭირდა, ყველაფერზე რომ გეწინააღმდეგება.. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია. ექსპერტი ეხმიანება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის - საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.
„რატომ დაემართა სალომეს მიშიზმი? ჯერ მიშა იყო და არ ნიშნავდა ელჩებს, ოცნება რომ მოვიდა მაშინ.. ახლა არის და სალომე არ აწერს არაფერს ხელს, რაზეც მოსაწერი აქვს. ბაღში გაბრაზებული ბავშვივითაა, რამეში თუ დაგჭირდა და ყველაფერზე რომ გეწინააღმდეგება.. არ არის ეს სახელმწიფოებრივად აზროვნება, არა.... რა ვიცი, გვარამია რომ აგინებდა, არ გავცემ პასუხსო, არ ეკადრება ეგ პრეზიდენტის ინსტიტუტსო - ასე საუბრობდა და ახლა ეკადრება ? მაშინ, როდესაც სახელმწიფოს რომელიმე მიმართულებას პრობლემას უქმნი, პრეზიდენტის ინსტიტუტს ეკადრება?“ - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024