გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: იმ ძალადობას, რომელიც საკუთარი ორიენტაციისთვის ტაშის კვრას გულისხმობს, თვით აშშ-შიც კი გმობენ და მშობლები ხმამაღლა გამოთქვამენ უკვე თავიანთ მოსაზრებებს

7-06-2023

სულ მქონდა ეს კითხვა: ჰეტეროების პარადი ან რაიმე მაგდაგვარი ოდესმე - სადმე გინახავთ? ვისი რა საქმეა ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ვერაფრით ვხვდები რატომ აძალებენ ბავშვებს უყურონ იმას, რაც უმრავლესობისთვის არ არის მისაღები? რატომ ითხოვენ დავუკრათ ტაში და ეს ყველაფერი ვაყურებინოთ იმათ, ვისი ტვინიც გინდა არ გინდა მიმსგავსებლობაზე უფროა აგრესიული, ვიდრე - სწავლულობაზე? - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

 

აღნიშნული პოსტით, ექსპერტი კალიფორნიის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მშობლების პროტესტს ეხმიანება, რომლებმაც სკოლის ტერიტორიაზე LGBTQ+ ღონისძიებების ჩატარება გააპროტესტეს.

 

ლატარიას თქმით, ყველანაირი ორიენტაცია მისაღებია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არასრულწლოვნებთან მისი პროპაგანდირება და დაძალება მოხდეს.

 

„სულ მქონდა ეს კითხვა: ჰეტეროების პარადი ან რაიმე მაგდაგვარი ოდესმე - სადმე გინახავთ? ვისი რა საქმეა ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ვერაფრით ვხვდები რატომ აძალებენ ბავშვებს უყურონ იმას, რაც უმრავლესობისთვის არ არის მისაღები? რატომ ითხოვენ დავუკრათ ტაში და ეს ყველაფერი ვაყურებინოთ იმათ, ვისი ტვინიც გინდა არ გინდა მიმსგავსებლობაზე უფროა აგრესიული, ვიდრე - სწავლულობაზე.?. ჩვენ ხომ არავის ვთხოვთ, გინდა თუ არა იყავით ჰეტერო და გინდა თუ არა, ყველამ ნახოს თუ როგორ ვცხოვრობთ?

 

უმცირესობა რატომ გვაიძულებს ყველაფერს ტაში დავუკრათ? ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები და მე მართლა არ მახსოვს ვინმე მაგის გამო დაეჩაგრათ, უბრალოდ როცა გთხოვენ რომ მოიწონე ჩემი საქციელიო და თან მხოლოდ შენ კი არა, შენს შვილებსაც ასწავლე რომ აუცილებლად ტაში უნდა დაგვიკრანო _ ეს უკვე ძალადობაა.

 

ახლა კი ძირითადი მიზეზი, ამ პოსტის დაწერისა: აშშ- ში, იმ ქვეყანაში, სადაც მთელ პლანეტას წარმოდგენა აქვს (ან, უბრალოდ უნდათ რომ ჰქონდეთ) რომ ლგბტ პრაიდები და პროპაგანდა ყველასთვის მოსაწონია, მასეც არ აღმოჩნდა.. კალიფორნიაში მშობლებმა ბავშვების სკოლიდან გაყვანა დაიწყეს და დიდი აქციებიც მოაწყვეს, იმ სკოლაში რომლის ადმინისტრაციაც უფლებას აძლევს ლგბტ პროპაგანდა სკოლის წინ განხორციელდეს, იქ ჩვენი შვილები არ ისწავლიანო..... ადრე თუ გვიან, ყველაფერს აქვს დასასრული და ის ძალადობა, რომელიც საკუთარი ორიენტაციისთვის ტაშის კვრას გულისხმობს, თვით აშშ-შიც კი ჰგმობენ და მშობლები ხმამაღლა გამოთქვამენ უკვე თავიანთ მოსაზრებებს და უკიდურესი ფორმებითაც ეწინააღმდეგებიან... ყველა ბავშვის ფსიქიკა არის მოსაფრთხილებელი..ყველანაირი ორიენტაციის ადამიანი არის მისაღები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ტაში უნდა დაუკრა და იმ ანგელოზებს, რომლებსაც ჯერ კიდევ მიმვაძველობა ,,მოდურად" აქვთ გონებაში - ყველაფერზე კი უთხრა. კარგია, რომ აშშ-შიც ცხოვრობენ ისეთი მშობლები, რომლებთაც საკუთარი შვილის მომავალი ზუსტად ისე ადარდებთ, როგორც ყველა მოაზროვნე ადამიანს.. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს მსოფლიომ, რომ ყველას აქვს ჰქონდეს საკუთარი პირადი ცხოვრება ისე, როგორც გაუხარდეს მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამაზე პროპაგანდა ააწყო 24 საათი და ყველა სხვას დაძალებით მოსთხოვო იყოს შენი და შენი მიდგომების "ფანი"..

 

ეგაა და ეგ, მგონი ყველაფერი ძალიან მარტივადაა, თუ არ გაართულებს უმცირესობა და ისიც, უმრავლესობის ნერვების ფასად "კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლები სკოლის დირექციის მიდგომებს აპროტესტებენ სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ლგბტ პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით. მშობლების უმეტესობა დღეს აცხადებს, რომ აღარ აპირებენ მათი შვილების სკოლაში გაშვებას რადგან არაერთი თხოვნისა, სკოლის დირექციამ მაინც ნებართვა გასცა რამდენიმე დღის წინ სკოლის წინ ლგბტ პრაიდის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით" - წერს ირაკლი ლატარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930