გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის სკოლა ,,მონპარნასის" მე-7 კლასის მოსწავლეები რამდენიმე საათით არქეოლოგების ამპლუაში გონიოს ციხის ტერიტორიას სტუმრობდნენ

7-06-2023

დღეს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე ქ. ბათუმის სკოლა ,,მონპარნასის" მე-7 კლასის მოსწავლეები (პედაგოგი მეგი სურმანიძე) რამდენიმე საათით არქეოლოგები გახდნენ.

 

მოსწავლეებმა მოისმინეს საუბრები არქეოლოგიის შესახებ. მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში და გამოსცადეს ის გრძნობა რაც ექსპედიციის მონაწილეებს საინტერესო აღმოჩენის დროს ეუფლებათ.

 

გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31