გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩერგოლეიშვილი ანი წითლიძეზე: უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს

9-06-2023

უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.


„უარი რომ მივიღოთ სტატუსზე, ანი წითლიძე იტყვის რომ ქართველ ხალხს უთხრეს უარი სტატუსზე?


და სამთავრობო პროპაგანდას აყვება, რომ ევროპას ქართველი ხალხი არ უნდა და დაუმსახურებლად სჯის?


ბელორუსი ხალხი არ იმსახურებს?


ბრმებზე გაყოლა გადაგჩეხავთ.


გონებრივად ბრმაა ეს ხალხი.


ამიტომ ვართ ასეთ დღეში - ბრეიგელის ცნობილი ნახატია ბედკრული ქართული პოლიტიკა და ეს უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს “- წერს ჩერგოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031