9-06-2023
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბაზაზე ახალწვეული ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა, მასზე მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი.
პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024