გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე

9-06-2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს.

 

პაპუაშვილის თქმით, „ეს განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს ზედაპირულობას. ამ ადამიანებს ზედაპირული ინფორმაცია და განსჯა აქვთ რაღაც ბანალური არგუმენტით, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდება თბილისში, თუ თბილისმა არ მიიღო. გასაგებია, მაგრამ ევროპარლამენტში დისკუსია ასეთ ბავშვურ დონეზე რომ მიდის, ეს უკვე თავად აჩვენებს, რა ტიპის სიღრმეებთან გვაქვს საქმე“.

 

„საქართველოს მიმართ სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან და ჩაკეტილი ფრენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, ძველი რეჟიმი აღდგა, რაც იმას გულისხმობს, რომ აღდგა ის ჩარჩო შეთანხმებები, რაც საქართველო-რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს იქნა გაფორმებული და ამ ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით მიმართეს.

 

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით - სანქციის დაწესებით. როცა საუბრობენ იმაზე, რომ თანხმობა იყო საჭირო, თუ საქართველო რუსეთს სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ ორმხრივი ფრენები არ დაგვეშვა.

 

მინდა, იმ ადამიანებს ვკითხო, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით - საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია? თუ ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს არ დაუწესოს, თუ ყველა დედაქალაქში გვეუბნებიან რომ არ დავუწესოთ, არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ, საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე. ეს ამ ადამიანების შეფასებების ზედაპირულობას და უპასუხისმგებლობას აჩვენებს.“- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930