გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
მეთიუ ბრაიზა: რამდენიმე წელი ვცდილობდი დამემშვიდებინა სააკაშვილი, რომ ქვეყნის გასაერთიანებლად არ ებრძოლა

20-08-2018

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწის, მეთი ბრაიზას განცხადებით ის რამდენიმე წელი, საკუთარი ხელმძღვანელების მითითებით ცდილობდა, დაემშვიდებინა პრეზიდენტი სააკაშვილი არ ებრძოლა ქვეყნის გასაერთიანებლად.


როგორც ბრაიზამ რადიოსადგურ «Radio Voice of America»-სტან ინტერვიუში განაცხადა, მას ეს ძალიან აღიზიანებდა, რამეთუ რუსეთი ეთნიკურ დავას ახშობდა გროზნოში, ამერიკელებმა კი მკაცრად არც ჩეჩნეთში მიმდინარე ამბები დაგმეს და არც ის თქვეს, რომ საქართველოს ჰქონდა ქვეყნის გაერთიანების უფლება.
"მე ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გავილაშქრე და ბოლოს ეს შევცვალეთ, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა, მაგრამ უკვე გვიანი იყო - რუსები როკის გვირაბს უახლოვდებოდნენ"-განაცხადა ბრაიზამ.


მისივე თქმით, დღეს, როცა რუსეთი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს, საქართველოს სტრატეგიული მოთმინება მართებს.


"ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. საქართველომ უნდა გააგრძელოს სტრატეგიული მოთმინების კურსი. რეკომენდაცია მექნებოდა, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის გაძლიერება, იმის ჩვენება, რომ ის ნატოს ძლიერი მოკავშირე და სანდო პარტნიორია, იაროს ნატოსკენ და იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყნის მთლიანობის აღდგენა მისი საგარეო პოლიტიკის ცენტრალური პრინციპი გახდეს"-აცხადებს ბრაიზა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930