11-06-2023
ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და თსუ - ში პროვოკაციის რამდენიმე ავტორის გაიგივება ქართულ ახალგაზრდობასთან ძალიან დიდი სირცხვილია და დაუშვებელია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თსუ-ში გუშინ მომხდარი პროვოკაციის კომენტირებისას.
მისი თქმით, საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული.
“ყველანაირ ორიენტაციაში პირველ რიგში ვგულისხმობ პოლიტიკურ ორიენტაციას, თუმცა, არა მარტო. სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ პირველ რიგში პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა, ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. ცდილობენ, რაღაცნაირად ეს ახალგაზრდები გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან ზოგადად.
ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და თსუ - ში პროვოკაციის რამდენიმე ავტორის გაიგივება ქართულ ახალგაზრდობასთან ძალიან დიდი სირცხვილია და დაუშვებელია. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ არეული ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024