გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ამბის უსაფრთხოდ გაშუქებაში გადაამზადა

12-06-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარს ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელსაც მედიის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი Reuters-ის კავკასიის ბიუროში ხელმძღვანელისა და უფროსი კორესპონდენტის თანამდებობებს იკავებდა, ხოლო მანამდე, Associated Press-ის კორესპონდენტი იყო.


შეხვედრის ფარგლებში, მაკა ანთიძემ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამბის გადმოცემის, რეპორტინგის, ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკის შესახებ. ამასთან ერთად კი, თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საგანგებო სიტუაციების, ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების გაშუქების შესახებ.


შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, მეხუთე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სთავაზობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031