გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა ფოლკსვაგენის ფონდის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

12-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საერთაშორისო კონფერენცია – „სადოქტორო განათლების მოდერნიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში: ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები თანამშრომლობითი კვლევის შემდგომი გაძლიერება” გახსნა.

 

გიორგი ამილახვარმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან განათლების და მეცნიერების სფეროში არსებულ ხანგრძლივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის. 

 

გიორგი ამილახვარი: „სადოქტორო განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ახალი ცოდნის შექმნისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია, სწორედ სადოქტორო საფეხურის პროგრამების მოდერნიზებას ეძღვნება. მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი გერმანელი პარტნიორი – ფოლკსვაგენის ფონდი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სადაც გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით შეიქმნა უნიკალური სადოქტორო პროგრამები. ეს საფუძველს ჩაუყრის, ერთი მხრივ, ილიას უნივერსიტეტში ახალი, თანამედროვე სადოქტორო პროგრამების განვითარებას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.‘‘

 

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ისახავდა, როგორც საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე მსჯელობას.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა, ფოლკსვაგენის ფონდის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით და მხარდაჭერით, გიოტინგენისა და მიუნსტერის უნივერსიტეტებთან ერთად ახორციელებს ორმაგი ხარისხის ორ სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამას. მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა ფოლკსვაგენის ფონდის მიერ საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული. 

 

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა,  ფოლკსვაგენის ფონდის ცენტრალური აზიისა და კავკასიის პროგრამის დირექტორმა მათიას ნოლენბურგიმ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტრომა ერეკლე ასტახიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930