13-06-2023
შესავალ სიტყვაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა გამართულ კომუნიკაციას მთავრობას, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის. მისი თქმით, საქართველო დღეს ენერგეტიკული გამოწვევის წინაშე დგას, რომლის გადაჭრაც დადებითად აისახება არა მხოლოდ დარგის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, დღეს საქართველო ენერგეტიკულად დეფიციტური ქვეყანაა, მაგრამ ქვეყანაში არსებული ენერგორესურსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ელექტროენერგიის ექსპორტიორი სახელმწიფო გავხდეთ. მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურება განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემა, რომლის ფარგლებშიც პირველი აუქციონი წარმატებით ჩატარდა, მეორე კი მალე გამოცხადდება. „დარწმუნებული ვარ, მეორე აუქციონიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პირველი, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას არა მხოლოდ ახალ სიმძლავრეებს შემატებს, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას," - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
კონფერენციაზე პრეზენტაცია გააკეთა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა. მან კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორისაც, ძირითადად, ენერგოგენერაციის კომპანიები იყვნენ, განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ღონისძიებაზე განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა გააკეთა პრეზენტაცია კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ენერგეტიკაში.
კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ USAID - ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის საქართველოში ხელმძღვანელი რობ ტეილორი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, თუ როგორ წარმართეს კომუნიკაცია ცალკეულ სათემო ჯგუფებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ენერგოობიექტების, კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში.
16-11-2024
16-11-2024