გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„day.kyiv“(უკრაინა): სააკაშვილი აცნობიერებდა, რომ გამოუვალ მდგომარეობაში იყო და ავანტიურაზე წასვლა გადაწყვიტა

20-08-2018

უკრაინული გამოცემა „day.kyiv“ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს ეხმიანება და ომის დროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას მიმოიხილავს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


“საქართველოს პრეზიდენტი აცნობიერებდა, რომ იგი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ გადაწყვიტა ავანტიურაზე წასულიყო ცხინვალის ხელში ჩაგდების მიზნით.


და მიუხედავად იმისა, რომ ომი მიხეილ სააკაშვილისათვის მეტ-ნაკლებად „ნორმალურად“ დასრულდა (საქართველოს მასშტაბით დიდი ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ პოსტი მაინც შეინარჩუნა!), მაინც ფაქტია, რომ მან, უმაღლესმა მთვარსარდალმა, ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობა გადაჭარბებულად შეაფასა.


რას წარმოადგენდა იმ დროს ქართული არმია? რუსეთის შეიარაღებული ძალებისაგან განსხვავებით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები პროფესიონალები იყვნენ, ანუ ქართული არმია საკონტრაქტო სისტემაზე იყო გადასული და მათ მომზადებაში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებიც მონაწილეობდნენ. მაგრამ ტაქტიკურ-ოპერატიული ამოცანების შესრულების თვალსაზრისით, ქართული არმია ე.წ. „ფეთქებად ნაზავს“ წარმოადგენდა ძველი საბჭოთა შტამპებისა და თანამედროვე დასავლური სამხედრო დოქტრინების (უკონტაქტო ბრძოლების განხორციელების საქმეში) ერთმანეთთან „შერწყმით“, მაგრამ დასავლური სტანდარტებით ბრძოლისათვის საქართველოს არც შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა არ ჰქონდა, არც საბრძოლო ტექნიკა, კერძოდ, რადიოელეტქრონული ბრძოლის საშუალებების მხრივ რუსეთს სრული უპირატესობა ჰქონდა, გაბატონებული იყო ჰაერში და აბსოლუტური უპირატესობა გააჩნდა ჯავშანტექნიკაში. გარდა ამისა, ქართულ არმიას არ ჰქონდა წრთვნების დიდი გამოცდილება (სამხედრო სწავლებები ძირითადად ბატალიონის დონეზე ტარდებოდა) და პრაქტიკულად არ მზადდებოდა თავდაცვითი ბრძოლებისათვის, მხოლოდ შეტევისათვის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასათავისუფლებლად. ამიტომაც ასეთი არმიის მართვა და მოქმედების კოორდინაცია, როცა რიცხობრივად ჭარბი მოწინააღმდეგე უკან დახევას გაიძულებს, საკმაოდ რთულია“-ნათქვამია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930