გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური სტაბილურობა... ამიტომაც გვინდა, რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი (არის კიდეც) ინსტიტუცია

13-06-2023

„ეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა.


მისი თქმით, ეროვნული ბანკის გამართულად ფუნქციონირებაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და ამიტომაც მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია.


„ეროვნული ბანკი უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში. ამიტომ, ბევრი რამეა დამოკიდებული მასზე. ზოგადად, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შედეგებზე ბუნებრივია პასუხისმგებელია ხელისუფლება იმიტომ, რომ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. ეროვნულ ბანკზეც, ნებისმიერი სამინისტროს თუ სფეროს მოქმედებებზე, საზოგადოება პასუხს სწორედ ხელისუფლებას სთხოვს.


ამიტომაც გვაქვს ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეს პოზიცია - ეს უნდა იყო და არის კიდეც დამოუკიდებელი ინსტიტუცია. თუმცა ეს არ უნდა იყოს დამოუკიდებელი ხალხისგან, ხალხის მოთხოვნებისგან და სახელმწიფო ინტერესებისგან. აქ ამაზეა საუბარი.


ჩვენ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, დავიცავთ ბოლომდე იმ პრინციპით, რომ ეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა. ბუნებრივია, ამიტომაც გვინდა, რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი (არის კიდეც), მაგრამ იყოს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები გათვალისწინებული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930