გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე იენს სტონტელბერგის განცხადებაზე: ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადებაა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო

13-06-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოცილუარ ქსელში ნატოს გენერალური მდივნის იენ სტონტელბერის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, NATO-ს წევრობაზე არ განიხილება.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უბედური ერთი წლის ფონზე, რაც უკრაინის მოსახლეობამ გამოიარა და დღესაც გადის, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ასეთ განცხადებას არ იმსახურებდა.


„ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადებაა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო... ახლა უკრაინას ესაჭიროება მკაფიო, ხელშესახები გადაწყვეტილება, მინიმუმ უსაფრთხოების მყარი გარანტია და ამათმა: „ესაო...ისაო...თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო...“ ომს მოიგებთ, მიგიღებთ და თუ არა ხომ ისედაც ვერ მიგიღებთო, ლოგიკის აბსურდი ნახეთ რა... ერთი უბედური წელი ელოდა უკრაინელი ხალხი და ამ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებდა", - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031