გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე თავდაცვის სამინისტროში ესპანელ ბიზნესმენებს შეხვდა

13-06-2023

მიმდინარე წლის 13 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა, კობა კობალაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, შეხვედრა გამართეს ესპანეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან_დავიდ მარტინეს გარსიასთან და ივან გონსალეს ტუნონთან, რომლებიც რადარებისა და ანტიდრონების მწარმოებელ კომპანიას "Kentaurus Defense და kentaurus Antidroens" -ს წარმოადგენენ.


შეხვედრაზე, მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს:"ჩემთვის პატივია თქვენთან შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი შეხვედრაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, თუ შედეგიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა, ეს წაადგება, როგორც თქვენი, ასევე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას,"- განაცხადა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.

"ჩვენ ვართ რადარების და ანტიდრონების მწარმოებლები; ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყნებში, გვაქვს დიდი გამოცდილება და გვიხარია, რომ საქართველოშიც დავიწყეთ მუშაობა,"- აღნიშნა დავიდ მარტინეს გარსიამ.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე და საქართველოს თავდაცვის ატაშე ესპანეთში, გიორგი ბაბუნაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930