გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
13 ივნისის წყალდიდობიდან 8 წელი გავიდა…

13-06-2023

დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ აღაიანში პატივი მიაგეს  მეხანძრე მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას.


13 ივნისს, მდინარე ვერას ადიდებისას ზურაბ მუზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიკვდილს 7 ადამიანი გადაარჩინა - თვითონ კი მდინარეში გაუჩინარდა. ზურაბის ცხედარი წყალდიდობიდან მესამე დღეს „მზიურის" პარკისტერიტორიაზე იპოვეს,ის 37 წლის იყო.


მეხანძრე წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის" დაჯილდოვდა, ხოლო თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნუცუბიძის პლატოზე ზურაბის სახელი ეწოდა.


ზურაბის სახელი მინიჭებული აქვს  მშობლიური სოფლის აღაიანის სპორტულ დარბაზს, იგი ყოფილი მოჭიდავე იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031