გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი USDA-ს რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა

14-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს მრავალი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


მხარეებმა ქვეყანაში ირიგაციის გაუმჯობესების, ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება; განიხილეს მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის უზრუნველყოფისთვის სექტორში არსებული საჭიროებები.


მაიკლ ფრენკომის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები ეფექტიანია და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.


შეხვედრას USDA-ს წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930